მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა
12.08.2015
1 / 5


დღეს, 12 აგვისტოს, მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, მისი მიზნები და ამოცანები, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ლიტვის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა რელიგიის სააგენტოს აქტიური საქმიანობის გამო, წარმატებები უსურვა მას და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ლიტვაში მიიპატიჟა. ზაზა ვაშაყმაძემ გამოთქვა იმედი, რომ ლიტვის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს ისეთივე აქტიური საქმიანი ურთიერთობა ექნება რელიგიის სააგენტოსთან, როგორც  მის წინამორბედს ჰქონდა.






View Larger Map