რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს, ხასო ხანგოშვილსა და ზაურ გუმაშვილს შეხვდა. უხუცესებმა სააგენტოს ხელმძღვანელობას გააცნეს საკუთარი ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ვითარების სტაბილიზირებაში. თავის მხრივ, სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირება არა რელიგიურ, არამედ ექსტრემისტულ ხასიათს ატარებს, ქართველ მუსლიმებს კი, სხვა რელიგიის მიმდევრებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რელიგიური თემების დაახლოვებისთვის და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. უხუცესთა საბჭოს წევრებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და სამომავლოდაც გაგრძელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 