მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა
03.12.2015
1 / 3


დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზელიმხან წუწაშვილს, გამგეობის წევრს, ხასო ხანგოშვილსა და პანკისის ხეობის იმამს, ბექხან ფარეულიძეს შეხვდა. მორიგი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა იყო ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარება და ახალი გამოწვევები. სტუმრებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდგომ, სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, კვლავავ ეწვიოს ხეობის რამდენიმე სოფელს და ადგილზე განსაზღვროს იმ ახალი პროექტების განხორციელების ვადები, პანკისის ხეობასთან მიმართებით რომ არსებობს. ხეობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ ამ ტიპის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

 






View Larger Map