მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა
22.05.2015
1 / 1


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო  საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული ვითარება  და პერსპექტივები.

პოლონეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ის კარგადაა ინფორმირებული საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ჩამოყალიბებული ტოლერანტული გარემოს შესახებ, რის თაობაზეც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრებისას შეიტყო. ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა ამ თვალსაზრისით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობით, მიესალმა სააგენტოს შექმნას და დაადასტურა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. ბატონმა ჩიეშკოვსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ  პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხელს შეუწყობს სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრას მის პოლონელ კოლეგასთან.

 






View Larger Map