8 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უძღვებოდა. საზეიმო წირვის მონაწილეებმა მოისმინეს საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
სააღდგომო ლიტურგიას, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთნ ერთად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
