1 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კონფერენცია საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩებმა ირანში, სომხეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს რელიგიის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან რელიგიის სფეროში. დაიგეგმა სააგენტოსა და მეზობელი ქვეყნების საელჩოებს შორის თანამშრომლობა სამუშაო ფორმატში.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
