მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიიღო
14.05.2015
1 / 1


 დღეს, 14 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ  მიიღო სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი   წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და თბილისის სუბ-გევორქის სახელობის ეკლესიის  რეკონსტრუქციიის  ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე  რუბენ ვარდანიანი.

მხარეებმა  ისაუბრეს თბილისის სუბ-გევორქის სახელობის  ეკლესიის  რესტავრაციის დასრულებისა და მისი  საზეიმო გახსნის ღონისძიებების შესახებ და  სთხოვეს  სააგენტოს თავმჯდომარეს  მონაწილეობა მის მომზადებასა და გამართვაში. საუბარი შეეხო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ეზოს კეთილმოწყობისათვის  განსახორციელებელ კონკრეტულ  საკითხებსაც.

 სტუმრებმა  მადლიერება გამოხატეს სახელმწიფოსა და კონკრეტულად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა  ტაძრის  სარესტავრაციო სამუშაოები.

 ზაზა ვაშაყმაძემ    მზადყოფნა გამოთქვა  თბილისის მერიის, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებთან  ერთად მონაწილეობა მიიღოს ყველა  იმ საკითხის განხილვასა და მოგვარებაში, რომელიც   სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა  სააგენტოს წინაშე  დასვეს. 






View Larger Map