დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართმადიდებლური ეკლესია შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. სუბ-გევორქის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას დასეწრო და შეკრებილ მორწმუნეებს დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს რელიგიურ ორგანიზაციებთან და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან ნაყოფიერი ურთიერთობაა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
