რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას - მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაული მიულოცა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. ზაზა ვაშაყმაძემ ებრაელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
