მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მიიღო
21.09.2015
1 / 5


       21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რელიგიის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და გამოთქვეს კმაყოფილება, რომ ამ თვალსაზრისით, ქვეყნებს შორის მკვიდრდება სადავო საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პრაქტიკა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დასვა საკითხი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება ქართველი სასულიერო პირებიას და მომლოცველთა ჯგუფების მიმართ გარკვეულ დაბრკოლებებში- ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების მოლოცვისას ღვთისმსახურთა სამოსის ტარებისა და კოლექტიური ლოცვების შესრულების აკრძალვაში, რაც ხელს უშლის მათი რელიგიური უფლებების განხორციელებას. საპასუხოდ, თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ იგი დაინტერესდება არსებული ვითარებით.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განიხილეს რელიგიური განათლების საკითხები. სააგენტომ გამოთქვა რელიგიის სფეროში თურქეთის კანონმდებლობის გაცნობის სურვილი. ელჩის თქმით, იგი მზადაა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

 

 






View Larger Map