მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ ვანის ძველი სინაგოგა მოინახულა
16.06.2017
1 / 3


რეფორმების, მათ შორის, საკულტო შენობა-ნაგებობების სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემის პროცესი წარმატებით ხორციელდება, ამ მიზნით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ედუარდ პალაგაშვილი და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური ვანის რაიონში იმყოფებოდნენ.

სტუმრებმა ვანის ძველი სინაგოგა და ებრაელთა სასაფლაო მოინახულეს. სინაგოგაში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და მხოლოდ იურიდიული საკითხების დაზუსტებას საჭიროებს, რის შემდგომაც იგი გადაეცემა საქართველოს ებრაელთა კავშირს. სექტემბერში სინაგოგის გახსნის ღონისძიება იგეგმება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ებრაული თემისათვის 17 სინაგოგა აქვს გადაცემული და ეს პროცესი წარმატებით გრძელდება. 






View Larger Map