მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძემ ვატიკანის ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი საპაპო საბჭოს პრეზიდენტი მიიღო
16.12.2014
1 / 3


დღეს, 16 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ვატიკანის ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი საპაპო საბჭოს პრეზიდენტი, კარდინალი კურტ კოხი და მისი თანმხლების პირები: ვატიკანის საპაპო საბჭოს ოფიცერი ჰიასინტე დესტიველე, წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი და ლათინ კათოლიკეთა ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
კარდინალმა მოისმინა ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და გეგმების შესახებ. 
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, კონფესიების დაფინანსებასა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ. 
კურტ კოხმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიღებისათვის და ისაუბრა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობაზე. აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ნდობა, თანხმობა და თანამშრომლობა. გამოთქვა იმედი, რომ სააგენტო ამ პროცესების სწორად წარმართვას შეუწყობს ხელს. 
დასასრულ, ზაზა ვაშაყმაძემ დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა სტუმრებს და უსურვა წარმატება თავიანთ საქმიანობაში.






View Larger Map