15 ნოემბერს, დღის 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამართა „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ II კონფერენცია, თემაზე - „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“.
კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.