მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერ-რელიგიური კონფერენცია III - „რელიგიების როლი საქართველოში“ 2018წ
რელიგიის სააგენტოს მესამე ინტერ-რელიგიური კონფერენცია
17.07.2018
1 / 10


17 ივლისს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მესამე კონფერენცია  თემაზე - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიების როლი საქართველოში - 1918-2018 წ.წ.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ: „გლობალიზაციით გამოწვეული მსოფლიო მიგრაციის პირობებში, რელიგიური მრავალფეროვნება და საზოგადოების მაღალი რელიგიური თვითიდენტიფიკაცია სახელმწიფოს პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორია.  ვხედავთ რა უკანასკნელ ათწლეულში რელიგიურ ნიადაგზე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, გვწამს, რომ ინტერრელიგიური დიალოგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ურთიერთცნობადობის ამაღლებისა და ურთიერთპატივისცემის გაღრმავებისათვის. რელიგია თავისუფლების, აქედან გამომდინარე - უფლებებისა და პასუხისმგებლობების სივრცეა. შესაბამისად, აღიარებასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, პასუხიმგებლობის გრძნობით აღსავსე ურთიერთობები - თავად რელიგიური განცდის საფუძველშივე დევს. ასეთია სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, ესაა საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სეკულარულია და ასეთია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  საქმიანობის ძირითადი პრინციპიც“ - განაცხადა ვაშაყმაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მძიმე გზაზე, რელიგიებმა საბჭოთა ტოტალიტარიზმის პერიოდში რომ განვლეს და აღნიშნა: „ისტორიამ აჩვენა - როცა ჩვენი ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო, თავისუფლება ჰქონდა ყველა რელიგიას; ხოლო როცა თავისუფლება დავკარგეთ, დაიკარგა რელიგიური თავისუფლებაც. სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რადგან, თუკი თავისუფალი იქნება ქვეყანა, დაცული იქნება თითოეული რელიგიის უფლებები და - პირიქით. ამდენად, მოწოდება: საქართველო - უპირველეს ყოვლისა! - დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საერო, ისე სასულიერო პირთათვის და ეს თითოეულმა  ჩვენგანმა სათანადოდ უნდა გაიაზროს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კუკლტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მაღალი შეფასება მისცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს სააგენტოს მიერ ჩატარებულ კონფერენციას და ზოგადად, სააგენტოს საქმიანობას.  

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა  სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს სახარების რწმენის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების,  საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის,   წარმომადგენლები შეეხნენ ბოლო 100 წლის მანძილზე არსებულ ისტორიულ კონტექსტს, მის გავლენას კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციებზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს როლს საქართველოში ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში.






View Larger Map