მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე რელიგიის სააგენტოში
10.12.2019
1 / 14


დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა, შეხვედრაზე, რომელიც ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში წარიმართა, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის 2018-2020 წ. წ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები.

კერძოდ, ისაუბრა ბეჭდური, ელექტრონული და ინტერნეტ მედია საშუალებებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების გადაცემის, ასევე, სადავო საკულტო ნაგებობების კონფესიური წარმომავლობისა და დავების გადაწყვეტის პოლიტიკის შემუშავების, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რელიგიური ლიდერების ცნობიერების ამაღლების (თბილისსა და რეგიონებში ტრენინგი გაიარა 700-ზე მეტმა სასულიერო პირმა), რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მედიის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების, სააგენტოს ახალი პროექტის „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ განხორციელების, რელიგიური ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართული კონფერენციების, წიგნებისა და ფოტოალბომის, ინტერრელიგიური კალენდრისა და საკულტო ნაგებობების რუკების, განათლების სამინისტროსთან ერთობლივად შემუშავებული პროექტების თაობაზე.

ყველა ამ აქტივობის შესახებ აღინიშნა, რომ პროექტი ან დასრულებულია, ან მიმდინარეობს, ან შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ზოგიერთ საკითხს კი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენების ფორმატში განიხილავენ.

ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლები თავიანთ გამოსვლებში შეეხნენ მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო თემებს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი პრობლემების გადაჭრა.

შეხვედრის ბოლოს, ზაზა ვაშაყმაძემ კიდევ ერთი, ახალი ინიციატივა გააცნო სათათბიროს წევრებს: შეიქმნას ფოტოალბომი, რომელშიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული, საქართველოს სხვადასხვა რელიგიების საკულტო ნაგებობები იქნება ასახული, რათა სამომავლოდ არავის, უპირველესად კი -  ოკუპანტს, არ მიეცეს ისტორიის გაყალბების საშუალება.

 





View Larger Map