მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბირო საქსტატის ხელმძღვანელს შეხვდა
15.11.2024
1 / 10


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს შეხვდნენ. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა სათათბიროს წევრებს პრეზენტაციაზე მოუთხრო, როგორ ემზადება საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის და კონკრეტულად, რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა. მისი თქმით, წელს პირველად, მონაცემები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვდება და ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ ვადაში, თვითრეგისტრაციის მეთოდით, ელექტრონულად შეავსოს კითხვარი. ასევე, ძალაში რჩება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა მოსახლეობის აღწერის მნიშვნელობაზე და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, მრევლთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში. თავმჯდომარის თქმით, აღწერის შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს ჩართულობას რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების, იეჰოვას მოწმეთა, საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია“-ს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თანამშრომლები.

2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის ორგანიზატორიცაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღწერის შედეგად დადგინდება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესის ასაკის, აღმსარებლობის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საცხოვრისების შესახებ.






View Larger Map