მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
03.10.2016
1 / 3


მთავრობის კანცელარიაში ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერი  ქეთრინ ქოსმანი და საქართველოში ამერიკის ელჩის  ახლად დანიშნული მრჩეველი რაიან კოენიგი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  ინტერრელიგიური სათათბიროს  წევრებს შეხვდნენ.

გამართულ შეხვედრაზე   სათათბიროს წევრებმა, რომელშიც საქართველოში არსებული  თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაციაა გაერთიანებული, ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ,   რელიგიური ორგანიზაციებისა  და სახელმწიფოს  თანამშრომლობაზე.   ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  განსაკუთრებული  წვლილის შესახებ ამ თანამშრომლობის გაუმჯობესებაში.   კონფესიებმა დადებითად  შეაფასეს    სახელწიფოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები   რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა  და ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების  შესახებ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა  ალექსანდრე გალდავამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ღვთისმსახურების აღსასრულებლად შექმნილი უკიდურესად   რთული ვითარების  გამო და აცნობა ქეთრინ ქოსმანს  ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის  ისაიას  (ჭანტურია)   დატყვევების შესახებ.   

რაბინმა  მეირ კოზლოვსკიმ გამოთქვა   მოსაზრება, რომ   საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხზე  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ მომზადებული ანგარიშები   რეალური სურათის აღსაქმელად  აუცილებელია ეფუძნებოდეს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ და შეჯერებულ ინფორმაციას.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა  აღნიშნა, რომ სააგენტოს დაარსება  ხელს უწყობს მათ  პრობლემების მოგვარებასა და  ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგს.

საქართველოში ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელმა ჩარლზ ჰობლიტზმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მის თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს  გაწეული  დახმარებისათვის   და აღნიშნა, რომ დღეს  საქართველოში არსებული სიტუაცია რელიგიური თავისუფლების მიმართულებით  შესანიშნავია: „დღეს საქართველოში ნებისმიერ აღმსარებლობას აქვს სრული თავისუფლება ილოცოს და აღასრულოს თავისთვის  მისაღები რელიგიური რიტუალი და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის“.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ  რელიგიის თავისუფლებისა და დაფინანსების კუთხით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა  მკვეთრად გააუმჯობესა  ევანგელურ-პროტესტანტული თემის მდგომარეობა  საქართველოში.

საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა ხაზგასმით აღნიშნა  რელიგიური განათლებისა და რელიგიის შესახებ კანონის აუცილებლობის თაობაზე. 

საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების წევრმა ნადრი ალოიანმა  მადლობა გადაუხადა  ხელისუფლებას იმის გამო,  რომ საქართველო   პირველი ქვეყანაა  ყოფილ საბჭოთა  სივრცეში, სადაც იეზიდებს  თავისი სალოცავი და კულტურის სახლი  გააჩნიათ.  

 შეხვედრის დასასრულს ქეთრინ ქოსმანმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრის ორგანიზებისათვის,  რელიგიურ ორგანიზაციებს  კი - საინტერესო ინფორმაციისათვის. სტუმარმა  დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული რელიგიური  სიტუაცია და აღნიშნა, რომ  მას ახარებს რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის არსებული გახსნილი, ღია ურთიერთობა და თანამშრომლობა. 






View Larger Map