მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან
10.12.2015
1 / 5


 

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის მენეჯერ ნათია ბერძენიშვილსა და ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტს ესპანეთიდან, ჯემა პინიოლ პუიგის შეხვდნენ.

სტუმრების ინიციატივით, მოხდა ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება, რომელსაც კათოლიკური, მართლმადიდებლური, ებრაული, მუსლიმური, იეზიდური, ბაპტისტური, სომხური, პროტესტანტული და სხვა თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სათათბიროს წევრებმა სტუმრებს გააცნეს ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში სახელმწიფოსთან თანამშრომლობის საკითხები. ესპანელი კონსულტანტის თქმით, იგი მოხიბლულია ამგვარი ფორმატის არსებობით და იგი მისთვის ცნობილთაგან საუკეთესო პრეცედენტია. მასპინძლებმა ფონდის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები და ინტერრელიგიური კალენდარი გადასცეს. ესპანელი ექსპერტის თქმით, კალენდარი უნიკალური მაგალითია და ის გამოცდილება, რომელიც ყველასათვის გასაზიარებელი და გასათვალისწინებელი უნდა გახდეს.

 

 






View Larger Map