დღეს, 1 მაისს, 13 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. როგორც უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობის რელიგიური ტოლერანტობის პრინციპებით აღზრდას, რასაც დიდად შეუწყობს ხელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მათი თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.