მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
მემორანდუმი გაფორმდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის
10.08.2015
1 / 8


10 აგვისტოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შემდეგ  არასამთავრობო ორგანიზაციებსა შორის: ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველი“) - აღმასრულებელი დირექტორი დემეტრე ლომაძე; ა(ა)იპ „თავისუფალი არჩევანი“ - თავმჯდომარე მანანა ბიწაძე-მიქელაძე; ა(ა)იპ „ასოციაცია: კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“ - პრეზიდენტი თამარ კიკნაძე; ა(ა)იპ „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“- თავმჯდომარე გოდერძი ოთარაშვილი.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთაღიარებაზე დამყარებული კონსტრუქციული და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული მჭიდრო თანამშრომლობა. მემორანდუმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციები კვალიფიციურ, პერმანენტულ და კომპლექსურ მონიტორინგს გაუწევენ რელიგიის სფეროში განხორციელებულ სახელწიფო პოლიტიკას; საჭიროების შემთხვევაში, მოამზადებენ დასაბუთებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, შექმნიან მუდმივმოქმედ საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ასევე პრობლემათა დაძლევაზე ორიენტირებულ მოსაზრებებსა და წინადადებებს.

 

 






View Larger Map