მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
მემორანდუმი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან
27.02.2017
1 / 3


დღეს „მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნულ სასახლეში“ ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტს ხელი  სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და მოსწავლე-ახალგაზრდობის  სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ მოაწერეს.

            მემორანდუმი მიზნად ისახავს: სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარებას რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ქართულ საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და ისტორიული ტოლერანტობის შესახებ შემეცნების ამაღლებას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პროექტების მომზადება/განხორციელებაში ხელის შეწყობას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო დისკუსიების მოწყობასა და მხარდაჭერას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თაობაზე ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვასა და ჩატარებას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თემაზე ერთობლივი პროექტების მომზადება/განხორციელებასა და დონორების მიზიდვაში თანამშრომლობას. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაყრდნობით.






View Larger Map