დღეს 19 მაისს ქალაქ თბილისის მერიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერმა დავით ნარმანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის საგანს წარმოადგენს:
ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება საკულტო-რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა დაცვისა და გამოყენების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად, საკულტო ნაგებობათა ფლობისა და საკუთრების სფეროში წამოჭრილი რელიგიურ დავებთან დაკავშირებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა, რელიგიურ - საკულტო ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და შენობა-ნაგებობების რელიგიური დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობა.
ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ინტერ-რელიგიური და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, ასევე ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის შემწყნარებლური და რელიგიური თვითშეგნების ამაღლებას.
მემორანდუმით ასევე განსაზღვრულია უწყებათა შორის ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა რელიგიური გაერთიანებების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობის რესტავრაციის და რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხებზე.