მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
09.11.2015
1 / 6


8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკთხებში, როგორიცაა: რელიგიის სფეროსთან დაკავშირებული საარქივო მასალების კვლევა და ისტორიული ფაქტების დადგენა; რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარება; საზოგადოებაში რელიგიის ისტორიისა და ისტორიული ტოლერანტობის შემეცნების ამაღლება; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პოპულარიზაციის ამაღლება და სხვა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, მემორანდუმს სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს ის, რომ იგი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ყვარელში გაფორმდა.






View Larger Map