მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
2016 წლის 26 აგვისტოს ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა
26.08.2016
1 / 1


დღეს,  26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა,რომელსაც ესწრებოდნენ ევანგელურ-პროტესტანტული,საქართველოს მართმადიდებელი და მუსლიმური თემის წარმომადგენლები. კომისიამ განიხილა რელიგიურ ორგანიზაციათა მიერ ქონებრივ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი წინადადებები. ევანგელურ პროტესტანტული თემის მიერ შემოტანილი ერთი საკითხი დადებითად გადაწყდა, მუსლიმთა თემის თექვსმეტი საკითხიდან თექვსმეტივე დადებითად გადაწყდა(მუსლიმურ თემს გადაეცა 15 მეჩეთი და დაკმაყოფილდა 1 ფინანსური დახმარების მოთხოვნა), ქართული მართმადიდებელი ეკლესიის შუამდგომლობით შემოტანილი ორმოცდაერთი საკითხიდან ოცდათორმეტი დაკმაყოფილდა, ორი საკითხი გადაიდო, ექვსი საკითხი აღმოჩნდა ხარვეზით, ხოლო ერთი საკითხი არ დაკმაყოფილდა.






View Larger Map