მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
2016 წლის მეოთხე სხდომა - ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისია
30.06.2016
1 / 2


დღეს,  30 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები. კომისიამ განიხილა რელიგიურ ორგანიზაციათა მიერ ქონებრივ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი წინადადებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შემოტანილი 35  საკითხიდან დადებითად გადაწყდა 31,   1 საკითხზე  ეთქვათ უარი, 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი, 2 საკითხი კი გადაიდო. მუსლიმთა თემის მიერ შემოტანილ 1 საკითხზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია.






View Larger Map