მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
დღეს რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
14.03.2025
1 / 4


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

კომისიას განსახილველად წარედგინა 83 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 78 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 72, უარი ეთქვა 6 საკითხზე; მუსლიმი თემის მიერ წარდგენილი იყო 5 საკითხი, დადებითად გადაწყდა ხუთივე.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნუგზარ წამალაშვილი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.






View Larger Map