მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
ფინანსური კომისიის მეხუთე სხდომა
28.10.2020
1 / 2


28 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის მეხუთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სააგენტოს და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

 

სულ კომისიამ განიხილა საქართველოს მართმადიდებელი  ეკლესიის 10 საკითხი. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა 9 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 1 საკითხი, ასევე კომისიამ განიხილა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 1 საკითხი, რომელზეც დადებითი რეკომენდაცია გასცა.