მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
გაიმართა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის მესამე სხდომა
12.08.2024
1 / 3


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მესამე სხდომა გაიმართა.

კომისიაზე განსახილველად სულ წარმოდგენილი იყო 31 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის 23 საკითხიდან  დადებითად გადაწყდა 20,  უარყოფითი პასუხი დადგინდა 3 საკითხზე. დახარვეზდა სომეხთა თემის მიერ წარმოდგენილი 4 საკითხი, ხოლო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ შემოტანილი 2 საკითხი დადებითად გადაწყდა. კომისიამ დადებითად გადაწყვიტა მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილი 2 საკითხი.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.






View Larger Map