მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა
28.09.2020
1 / 4


დღეს,  28 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმური თემის, სომხური სამოციქულო და ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები.

კომისიამ განიხილა რელიგიურ ორგანიზაციათა მიერ ქონებრივ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი წინადადებები. მართლმადიდებელი ეკლესიის შუამდგომლობით შემოტანილი 26 საკითხიდან 20 დაკმაყოფილდა, ხოლო 6 საკითხი არ დაკმაყოფილდა. მუსლიმური თემის 3 საკითხიდან 2 დადებითად გადაწყდა, 1 უარყოფითად. ევანგელურ პროტესტანტული თემის მიერ შემოტანილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა, სომხური სამოციქულო ეკლესიის სამივე საკითხი დაკმაყოფილდა.