მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მეორე სხდომა გამართა
13.05.2022
1 / 6


დღეს, 13 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეორე სხდომა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომისიამ  განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 35 საკითხი, რომელთაგან დადებითი რეკომენდაცია გაიცა 26 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 5 და ხარვეზი დადგინდა 4 საკითხზე.

კომისიის წევრებმა განიხილეს მუსლიმი თემის 10 საკითხი მეჩეთების გადაცემის თაობაზე, ათივე მათგანზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია.

აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.