მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წლის პირველი სხდომა გამართა
18.03.2022
1 / 4


დღეს, 18 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2022 წლის პირველი სხდომა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, ნუგზარ წამალაშვილი, ქალაქის მერიის წარმომადგენელი სოფო დოღონაძე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მიქაელ ბოტკოველი დაესწრნენ.

კომისიამ  განიხილა 60 საკითხი, აქედან 1 მუსლიმური თემის და 59 მართლმადიდებლური ეკლესიის. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელმა კომისიამ  დადებითი რეკომენდაცია გასცა მუსლიმი თემის მოთხოვნაზე. მართლმადიდებლური ეკლესიის 53 საკითხზე გაიცა დადებითი  რეკომენდაცია, არ დაკმაყოფილდა 2 საკითხი, ხოლო  4 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.