22 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2023 წლის მეორე სხდომა.
კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოსა და სომხური თემის მიერ შემოტანილი 39 საკითხი.
კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 36 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 29, უარი ეთქვა 4 საკითხზე და დახარვეზდა 3 საკითხი. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარმოდგენილი 2 და სომხური თემის მიერ წარმოდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა.