დღეს, 24 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მეორე სხდომა გაიმართა.
სულ კომისიამ განიხილა 44 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის მიერ წარმოდგენილი 41 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 34, უარი ეთქვა 7 საკითხზე. უარყოფითად გადაწყდა სომეხთა თემის მიერ წარმოდგენილი 1 საკითხი, დახარვეზდა 1. მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილ 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.