დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2023 წლის მეოთხე სხდომა.
კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და მუსლიმთა თემის მიერ შემოტანილი 29 საკითხი.
კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 27 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 21, უარი ეთქვა 5 საკითხზე, ხარვეზი დადგინდა 1 საკითხზე. დადებითად გადაწყდა სომეხთა ეკლესიის 1 და მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილი 1 საკითხი.