19 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2023 წლის მესამე სხდომა.
კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და თემის მიერ შემოტანილი 19 საკითხი.
კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 9 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 7, უარი ეთქვა 2 საკითხზე. სომხური თემის მიერ წარმოდგენილი 9 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 9 საკითხი.