მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიის სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა
09.12.2022
1 / 6


 

9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა.

კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ შემოტანილი საკითხები.

კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 13 საკითხიდან დადებითად გადაწყვითა 10, უარი ეთქვა 3 საკითხზე. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 11 საკითხიდან (მეჩეთებისა და მიწის ნაკვეთების გადაცემა) ყველა მათგანი დადებითად გადაწყდა. კომისიამ ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას დაუკმაყოფილა ქ. გორში 283 კვ.მ.  მიწის ნაკვეთის გადაცემის თხოვნა. კომისიამ, ასევე, დადებითად გაადაწყვიტა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ წარმოდგენილი 3 საკითხი. ამით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე, 2022 წლის ბოლო სხდომამ მუშაობა დაასრულა.






View Larger Map