მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
26.03.2015
1 / 1


2015 წლის 26 მარტს გაიმართა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ მე-3 სხდომა.

კომისიამ განიხილა ებრაული თემის განცხადება ქ.ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #33-ში მდებარე სინაგოგის გადაცემის თაობაზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.  გარკვეული სამართლებრივი პროცედურის შემდგომ შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შუამდგომლობა ხულოს რაიონში მოქმედი რელიგიური საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების (მეჩეთების)„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე. კომისიამ იმსჯელა რვა  მეჩეთზე და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.

სხდომაზე მე-4 საკითხად განიხილებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ წარმოდგენილი თვრამეტი შუამდგომლობა. მსჯელობის შედეგად კომისიამ სამი  შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ერთზე-ხარვეზი დაადგინა და თოთხმეტი  შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

კომისიამ ასევე განიხილა „მისია ფრიდენსბოტე ი.ვ.ი-ს“ განცხადება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე და  მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისი რეკომენდაცია გაეგზავნება თბილისის მერიის სათანადო სამსახურს.

 

 






View Larger Map