მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია შეიქმნა
15.10.2014
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 15 სექტემბრის N6/1 ბრძანებით შეიქმნა რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია. კომისიის შექმნის მიზანია მაქსიმალური ჩართულობითა და გამჭვირვალედ განხორციელდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული საკითხების შესწავლა და სათანადო რეკომენდაციის მომზადება.სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად კომისიის წევრები არიან: დამოუკიდებელი ექსპერტი, თეოლოგი ლევან აბაშიძე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი  და როტაციული წესით იმ რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომლის შუამდგომლობაც განიხილება კომისიაზე. კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს რელიგიური გაერთიანებების ფინანსურ და ქონებრივ საჭიროებათა შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი უწყებებისთვის. კომისიის პირველი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს.






View Larger Map