მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსურ და ქონებრივ საკითხთა შემსწავლელი კომისიის პირველი სამუშაო სხდომის შედეგები
21.10.2014
1 / 1


 დღეს, 21 ოქტომბერს,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საინფორმაციო საშუალებებს გააცნო  20 ოქტომბერს რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსურ და ქონებრივ საკითხთა შემსწავლელი კომისიის პირველი  სამუშაო სხდომის შედეგები.  აღინიშნა, რომ  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომისია დაინტერესებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების უშუალო  მონაწილეობით  განიხილავს   მათ განცხადებებსა და შუამდგომლობებს  და  იღებს გადაწყვეტილებას.

 რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსური და ქონებრივი საკითხების შემსწავლელმა სარეკომენდაციო კომისიამ განიხილა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის,  ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის,  სომეხთა  სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  სულ  11 განცხადება.  

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

 ა) ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ქ.გორში მათ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და რეგიონული სამსახურის ჩართულობით გორის თვითმმართველობასთან აქტიური მოლაპარაკების დაწყების შესახებ;

 ბ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შვიდი განცხადებიდან დაკმაყოფილდა ხუთი განცხადება. განცხადებები შეეხებოდა:

1. პანსიონის მშენებლობის მიზნით  ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემას  (დაკმაყოფილდა);

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე ტიმოთესუბნის ეკლესიის მშენებლობისათვის აუცილებელი ფინანსური დახმარების შესახებ (დაკმაყოფილდა);

3. ხაშურის მუნიციპალიტეტში სურამისა და ხაშურის ეპარქიის საკათედრო ტაძრის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ (დაკმაყოფილდა);

4. ფოთის საკათედრო ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის აუცილებელი ფინანსური დახმარების შესახებ (არ დაკმაყოფილდა);

5. ტაძრის მშენებლობის მიზნით   თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მდებარე #128 საჯარო სკოლის ეზოს ნაწილის გამოყოფის შესახებ (არ დაკმაყოფილდა);

 6.  სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, მშენებარე წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამშენებლო სამუშაოებისათვის აუცილებელი ფინანსური დახმარების თაობაზე (დაკმაყოფილდა);

 7. სამგორის რაიონში  მდებარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის ეზოში უპოვარი მოსახლეობის დასაპურებლად სატრაპეზოს მშენებლობის შესახებ (დაკმაყოფილდა);

 გ)   სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მუსლიმური  საკულტო ნაგებობების საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს  მფლობელობაში გადაცემის შესახებ (დაკმაყოფილდა);

 დ) ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა  რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ ( დაკმაყოფილდა);

ე)  ქ.ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს  ეპარქიის საკუთრებაში გადაცემასთან  დაკავშირებით  დადგინდა ხარვეზი. დადგინდა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობა მიწის ნაკვეთის კონკრეტული მდებარეობისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების წითელი ხაზების შესახებ. საკითხის საფუძვლიანი შესწავლისათვის  სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელს  განემარტა  აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობა.

 






View Larger Map