დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის მეორე სხდომა გაიმართა.
კომისიას განსახილველად წარედგინა 40 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 38 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 31, უარი ეთქვა 4 საკითხზე, 3 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა. სომხური კათოლიკური თემის მიერ წარდგენილი 1 საკითხი დადებითად გადაწყდა. ასევე, დადებითად გადაწყდა მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილი 1 საკითხი.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
