მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის 2026 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა
05.11.2026
1 / 4


დღეს,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2026 წლის მეოთხე  სხდომა გაიმართა.

კომისიას განსახილველად წარედგინა 33 საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 31 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 27, უარი ეთქვა 2 საკითხზე; ხარვეზი დადგინდა 2 საკითხზე. სომხური კათოლიკური თემის მიერ წარდგენილ 1 საკითხზე დადგინდა ხარვეზი. მუსლიმთა სამმართველოს მიერ წარდგენილ 1 საკითხზე ითქვა უარი.

კომისიის სხდომას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე.






View Larger Map