მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეცხრე სხდომა
25.02.2016
1 / 4


     დღეს,  25 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, მუსლიმი, ეზიდური და ორმოცდაათიანელთა თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

კომისიამ  განიხილა ოთხი რელიგიური  ორგანიზაციის  - ეზიდთა თემის, სახარების რწმენის წმინდა ეკლესიის, მუსლიმური თემის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შემოტანილი  წინადადებები (სულ 60 საკითხი).  

რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელმა კომისიამ განიხილა და  გასცა რეკომენდაცია  ეზიდთა სალოცავი სახლის საკულტო ნაგებობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 44 საკითხიდან დაკმაყოფილდა 27, არასაკმარისი დოკუმენტების გამო ხარვეზი დაუდგინდა 9 საკითხს,   არ დაკმაყოფილდა  8 საკითხი.

სახარების რწმენის  წმინდა ეკლესიას განსახილველად ჰქონდა წარმოდგენილი ერთი საკითხი, რომელიც დაკმაყოფილდა და მათ გადაეცათ  მიწის  იმ ნაკვეთით სარგებლობის უფლება, სადაც მათი საკულტო ნაგებობაა განთავსებული.

კომისიაზე მუსლიმური თემის მხრიდან შემოტანილი 14 საკითხიდან დაკმაყოფილდა  თორმეტი  (11 მეჩეთის გადაცემის და, ასევე, ადიგენში, მუსლიმური სასფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი).

 






View Larger Map