მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა
14.12.2020
1 / 4


 დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის ბოლო, მეექვსე სხდომა, რომელმაც მართლმადიდებელი, მუსლიმი და იუდეური თემის საკითხები განიხილა. 

 კომისიამ  განიხილა 19 საკითხი. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელმა კომისიამ, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 16 საკითხიდან, დადებითი რეკომენდაცია გასცა 12 საკითხზე, 3 საკითხზე ეთქვათ უარი, 1 საკითხზე კი დადგინდა ხარვეზი. არ დაკმაყოფილდა მუსლიმი თემის 1 საკითხი. იუდეური თემის 2 საკითხზე გაიცა დადებითი რეკომენდაცია.