მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
05.03.2021
1 / 3


დღეს, 5 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2021 წლის პირველი სხდომა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

   კომისიამ  განიხილა 55 საკითხი. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელმა კომისიამ  დადებითი რეკომენდაცია გასცა 43 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 10 საკითხი, ხოლო  2 საკითხზე დადგინდა ხარვეზი.






View Larger Map