მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიამ მესამე სხდომა გამართა
07.09.2021
1 / 4


დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2021 წლის მესამე სხდომა, რომელსაც რელიგიის სააგენტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

   კომისიამ  განიხილა 23 საკითხი. რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელმა კომისიამ, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 22 საკითხიდან, დადებითი რეკომენდაცია გასცა 17 საკითხზე, 3 საკითხზე ეთქვათ უარი, 2 საკითხზე კი დადგინდა ხარვეზი.  დაკმაყოფილდა მუსლიმი თემის 1 საკითხი.