მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა
01.11.2022
1 / 6


დღეს, 1 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიამ განიხილა სულ 25 საკითხი. აქედან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი იყო 23 საკითხი, რომელთაგან დადებითი რეკომენდაცია გაიცა 20 საკითხზე, არ დაკმაყოფილდა 2 და ხარვეზი დადგინდა 1 საკითხზე. სომხური თემის მიერ წარმოდგენილი 2 საკითხიდან 1 დადებითად გადაწყდა, ერთს ეთქვა უარი.