დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა დასაქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლები.
კომისიისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 29 წარდგენილი საკითხიდან 22 დაკმაყოფილდა, ხარვეზი ჰქონდა 5 საკითხს, 1 საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო ხოლო 1 საკითხი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს ებრაელთა კავშირის მიერ წარდგენილ ერთ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 