მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
20.10.2014
1 / 1


 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. მას საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
კომისია თითოეულ კონფესიას ცალ-ცალკე ხვდება. შეხვედრაში მონაწილეობენ: მუსლიმური, ებრაული თემისა და  მართლმადიდებელი, კათოლიკური, პროტესტანტული, სომხური ეკლესიების წარმომადგენლები.
 კონფენსიების სახელმწიფო დაფინანსების საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განიხილება.ზოგიერთ კონფესიას მიწის გამოყოფის,ზოგს კი მშენებლობის ნებართვის მიღების სურვილი აქვს.
  დღეის მდგომარეობით დაფინანსებასთან დაკავშირებული განაცხადი მხოლოდ სამ კონფესიას აქვს შემოტანილი, ესენია:მუსლიმური, სომხური და ებრაული თემები.
 უახლოეს დღეებში სააგენტო კათოლიკური თემისაგან ელოდება შესაბამისი პოზიციის წერილობით დაფიქსირებას.
 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
  სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად კომისის წევრები არიან: დამოუკიდებელი ექსპერტი, თეოლოგი ლევან აბაშიძე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი და როტაციული წესით იმ რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი,რომლის შუამდგომლობაც კომისიაზე განიხილება.






View Larger Map