მაცხოვრის ხორციელად შობას აღნიშნავენ აჭარაში მცხოვრები კათოლიკეები. საზეიმო მსახურებას ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.