დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის აღდგომას, იმედისა და სიხარულის უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს.
ბათუმში მცხოვრები კათოლიკეები ბათუმის სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც სადღესასწაულო ლიტურგიას პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.
ტაძარში მყოფ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.